00:13 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
160 0 0

საქართველომ და უკრაინამ ვიზების სრული გაუქმებით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების სურვილი აჩვენეს

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ–მინისტრებმა მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა კიშინიოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში მხოლოდ ID–ბარათებით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) შეძლებენ წასვლას. იგივე ეხება საქართველოში ჩამოსვლის მსურველ უკრაინის მოქალაქეებსაც.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტი და საქართველოს მთავრობა ცდილობენ, მომვალშიც განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ადამიანური კონტაქტების გამტკიცებას და ამარტივებენ მოქალაქეების შესვლის წესს მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შეთანხმების პრეამბულაში.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს თანამშრომლობა სტრატეგიული გახდეს.

უკრაინის მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობებს განამტკიცებს.

მთავრობების მეთაურებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა.

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში გამგზავრებისთვის საზღვარგარეთის პასპორტების გაუქმების იდეა უკრაინის პრემიერმა თბილისში სტუმრობისას, 2017 წლის ნოემბერში წამოაყენა.

მთავარი თემები