ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სალომე ზურაბიშვილის მომხრეების შევიწროებისკენ მოუწოდებს

© photo: courtesy of Kakhi Bilanishviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიაწოდა ევროკავშირის ელჩებს ინფორმაცია ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომლითაც ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებს უპირისპირდება და საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროებისკენ მოუწოდებს.

"ძირს ჩაჩავას კლინიკის ნაძირალა მეან-გინეკოლოგები, მასიურად რომ გადაწყვიტეს მოღალატე ზურაბიშვილის დონორობა“, — წერს გვარამია.

ნიკა გვარამია ინტერნეტ-მომხმარებლებს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების დასჯისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ზურაბიშვილის ყველა დამფინანსებელი თუ სხვაგვარად დამხმარე უნდა დაისაჯოს იმით, რომ „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ“. მათ შორის, ის პოლიტიკოსებიც, ვინც „დაყვება და მხარს უჭერს“ პრეზიდენტობის კანდიდატს.

„უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!“ – წერს გვარამია.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიაწოდა ევროკავშირის ელჩებს ინფორმაცია ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, 28 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0