06:15 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
მამუკა ბახტაძე

სკოლის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (208)
213 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა - განათლების სისტემა ქვეყანაში 2023 წლისთვის ევროპული დონის უნდა გახდეს

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ განათლების სიტემის მასშტაბური რეფორმა განიზრახა, მათ შორისაა სკოლის პედაგოგების ხელფასების სამჯერ გაზრდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღონისძიება კახეთში, იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე გაიმართა.

მთავრობა რეფორმების განხორციელებისთვის რესურსების მობილიზაციას უკვე შეუდგა. ამასთან, პროცესში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ კერძო სექტორიც.

„გადაიხედება პედაგოგების ხელფასების პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებშ ჩვენი ამოცნააა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ", - განაცხადა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, 2018-2023 წლებში საქართველოს განათლების სისტემა იმდენად უნდა გაუმჯობესდეს, რომ შემდგომ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. სწორედ ამიტომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში განათლების სისტემის ახალი მოდელი დაინერგება.

2019 წლის შემოდგომაზე პარლამენტში შევა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, განათლება ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი სექტორი უნდა გახდეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განათლების სფეროს წილი მშპ-ში (მთლიანი შიდა პროდუქტი) მინიმუმ 10 ან 11% უნდა იყოს.

„მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე გპირდებით, რომ ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს", - აღნიშნა ბახტაძემ.

განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, მეცნიერება.

„XXI საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში", - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 წელს განათლების სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 50 სკოლიდან დაიწყება. 2023 წლისთვის ეტაპობრივად ქვეყნის ორი ათასზე მეტი სკოლა მთლიანად გადავა ახალ მოდელზე. პედაგოგები გადამზადდებიანმ, რათა მათ შესაბამისად შეძლონ საგნის სწავლება.

„არ გვინდა, რომ საქართველოში რამდენიმე პრესტიჟული სკოლა ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა იყოს. ყველა სკოლა საქართველოში უმაღლესი სტანდარტის უნდა იყოს", - აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ განახლდება სკოლების ინფრასტრუქტურა. ბავშვებს სკოლა უნდა აძლევდეს სისტემურ განვითარებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს.

რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას, რომელიც სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. უმაღლესი განათლების სფეროში კი დაფინანსების ახალი მოდელი გაჩნდება.

 

თემები:
განათლება საქართველოში (208)

მთავარი თემები