ქართველი სამხედროები ავღანეთში გადასროლისთვის სამშობლოში მოემზადებიან

© FB / Ministry of Defence of Georgiaგერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით აშენებული საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) გახსნა
გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით აშენებული საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, საქართველოს და პარტნიორ ქვეყნებს საერთაშორისო მისიებისთვის უკეთეს პირობებში მომზადების შესაძლებლობა ექნებათ

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართვლოს ხელისუფლება  ქართველი სამშვიდობოების მოსამზადებლად ავღანეთში გადასროლამდე „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობის მისაღებად მომავალი წლიდან ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით აშენებული საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში გაიხსნა. ეს განცხადება იზორიამ გააკეთა ჰოჰენფელსში, სადაც მოინახულა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, რომელიც ავღანეთში გადასროლამდე 30-დღიან მომზადებას გადის.

ავღანეთი - Sputnik საქართველო
ტერაქტი ავღანეთში: დაღუპულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მსგავსი ცენტრის არსებობა მთელი რეგიონისთვის უპრეცედენტო ფაქტი იქნება.

„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში 872 სამხედრო მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0