თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისში სტუმრობას 12 სექტემბერს გეგმავს. ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებზე, იუწყება „Sputnik-ესტონეთი".
კონფერენციის მუშაობაში ესტონეთის პრეზიდენტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ნატოს კიბერუსაფრთხოების სფეროს თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე მარლე მაიგრე. საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას კალიულაიდი, შესაძლოა, საქართველოს სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდეს.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მოიწვიეს, რათა მონაწილეობა მიეღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის საიუბილეო ღონისძიებებში, თუმცა მან კიევში ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის თვალყურის მიდევნება ამჯობინა. მაში პრეზიდენტის ნაცვლად თბილისს პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი ეწვია.
კერსტი კალიულაიდი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩამოვიდა.