ცესკომ ოფიციალურად წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 11-მა კანდიდატმა გამოთქვა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე ექვსი პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინეს, იუწყება ცესკო.

კომისიის ვებგვერდზე წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
ვის დაუჭერენ მხარს „თავისუფალი დემოკრატები“

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატია შალვა ნათელაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“  – ლევან ჩხეიძე; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ვახტანგ გაბუნია; „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ – ზვიად ბაღდავაძე; პარტია „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – მიხეილ გელა სალუაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება. 

ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. 

კანდიდატების რეგისტრაცია 28 სექტემბერს დამთავრდება, ხოლო ცესკო-ში  განაცხადის გაკეთება პრეზიდენტობის მსურველებს 8 სექტემბრამდე შეეძლებათ. 


ყველა ახალი ამბავი
0