19:10 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)
166 0 0

სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტი გულისხმობს დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლას, რომელიც სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის ყველა პირისათვის. წარმოდგენილი სქემის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ. ამას სახელმწიფოც დაამატებს 1% ან 2%-ს, წლიური შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე.

სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით — ნებისმიერი თვითდასაქმებული.

საპენსიო შენატანი, გენერირებული საინვესტიციო ამონაგები და თავად საპენსიო განაცემები გათავისუფლებულია დაბეგვრისგან.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)

მთავარი თემები