ჭიჭინაძე "სვესჩამი"! - მმართველი პარტიის დეპუტატს წითელი აუნთეს

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ იგი მმართველი პარტიის რიგებიდან პარლამენტის თავმჯდომარის გამო გარიცხეს

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: როდესაც ქუმსიშვილს მფარველი აღარ ჰყავდა, მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე

ჭიჭინაძემ ბოლო პერიოდში რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს იგი სხვის დამსახურებებს საკუთარ თავზე იწერდა, რომ მან უარყოფითად იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესზე. გარდა ამისა, დეპუტატმა კობახიძეს დაბალი რეიტინგისა და ავტორიტეტის მქონე ფიგურა უწოდა და აღნიშნა, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა კომპრომისის გამო, როდესაც საუბარი მიდიოდა „შრომის უსაფრთხოების" კანონის გამკაცრების შესახებ. ჭიჭინაძემ კობახიძესთან მიმართებით ყოველივე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში მეშახტეების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა.

ტექნიკური მთავრობა, გაურკვევლობა ხელისუფლებაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი>>>

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები", - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიიდან გარიცხვის ფაქტზე თავად ჭიჭინაძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა.

„პარტია თავისუფალი ადამიანების შეკრება და ამომრჩევლის პოლიტიკური ნების განხორციელების ორგანოა. ჩემი ამომრჩევლის ნებას ვიცავდი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა, მორალური სახელმწიფო და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოფილიყო. თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც", - განაცხადა ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
კორუფციული სკანდალი - ყოფილმა მინისტრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მისი პარტიიდან გარიცხვა კობახიძის შურისძიებაა.

„თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია. ყველა იმ საშიშროებას გრძნობდა, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მიწევდა და ხელი სასწრაფოდ მოაწერეს", – აცხადებს ჭიჭინაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი>>>

„ჩემს გზას გავაგრძელებ, იგრძნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოვდება და მაგას მაინც ვერ გადაურჩებიან. მე საზოგადოება დამეხმარება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთან, საქართველოში ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" ჭიჭინაძეს საკუთარ რიგებში გაწევრიანება უკვე შესთავაზა.

„გირჩი" იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას „ოცნების" მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ. თუ მზად ხართ გაიზიაროთ „გირჩის" ხედვები და შემდეგი ორი წელი იმუშაოთ პარლამენტში „გირჩის" ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ „გირჩში" გაწევრიანებას", - ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ჭიჭინაძეს პარტია „გირჩის" შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ჭიჭინაძე პარლამენტის დეპუტატი თბილისის ისნის ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მოგების შემდეგ გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0