პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა

© FB / Mamuka Bakhtadze პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთდაპირისპირება გრძელდება

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არასერიოზული უწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმი შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატურის დასახელებას აჭიანურებს.

როდის მიიღებს მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას >>

მარგველაშვილმა ამ ფაქტს კურიოზი უწოდა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უჭირს კანდიდატის არჩევა, რადგან მას მთლიანად მორჩილი პრეზიდენტი სჭირდება.

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის. „ქართული ოცნება” მმართველი პოლიტიკური ძალაა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ლიდერი დაასახელოთ, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. ჩვენ შიდა კონსულტაციები გვაქვს“, — განაცხადა ბახტაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თავის მხრივ კურიოზი უწოდა იმას, რომ დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. 

„ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, „ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეს, ასე ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს და მგონი, მოსახლეობის გულს უფრო მოიგებს“, — ციტირებს ჭიჭინაძეს ტელეარხი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატურას აგვისტოს ბოლოს დაასახელებენ. მედიის მონაცემებით, განსახილველ კანდიდატურებს შორისა არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

თავის დროზე „ქართული ოცნების“ სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სწორედ მარგველაშვილი იყრიდა. 2013 წელს გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობები გაფუჭდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარგველაშვილმა უარი განაცხადა მუშაობა დაეწყო ახალ შენობაში და პრეზიდენტის პომპეზური სასახლე დაიკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.

სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი >>

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

ერთიანი კანდიდატურის ვინაობას ისინი მომდევნო კვირის დასაწყისში დაასახელებენ.

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომით გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0