22:02 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
პოლიცია საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან

შსს-ს სტაჟიორები ხელფასს მიიღებენ

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (113)
118 0 0

შს მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე პოლიციელი

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები შსს-ს რიგებში ჩაირიცხებიან მხოლოდ აკადემიის დამთავრების შემდეგ, ხოლო სწავლისა და სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადი იქნება, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

ანაკლიის პორტის პროექტი შეიძლება გადაიხედოს >>

შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა მინისტრის ბრძანებაში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესების დამტკიცების შესახებ“.

„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ეს ნიშნავს, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, მისი სტაჟირებისა და სწავლის პერიოდი აკადემიაში ანაზღაურებადი იქნება“, — განაცხადა გახარიამ.

შსს-ს აკადემიაში საბაზისო სწავლების პირველი სამი თვის განმავლობაში მსმენელი საშტატო სარგოს ნახევარს, ხოლო ცხრათვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში — სრულ სარგოს.

„ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს, მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში“, — განმარტა გახარიამ.

სიტყვით გამოსვლისას გახარიამ შეახსენა დეპუტატებს, რომ ივლისიდან 13200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაიზარდა. მანამდე პოლიციელის საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენდა.

შაბათს საქართველოს პარლამენტი განახლებულ მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.


თემები:
საქართველოს მთავრობა (113)

მთავარი თემები