პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშიშროების საბჭოს სხდომას შეიძლება ახალი პრემიერ–მინისტრი დაესწროს

თბილისი,  5 ივლისი — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პარასკევს, 6 ივლისს მოიწვია, ნათქვამია უშიშროების საბჭოს Facebook–გვერდზე. 

ტრიბუნა ნატოს შტაბ-ბინაში - Sputnik საქართველო
ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს

მოსალოდნელია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას  ახალი პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

სხდომაზე დაგეგმილია ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა. სხდომაზე ანგარიშით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

უშიშროების საბჭოს მუდმივი  წევრები არიან პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს შეიარაღებულუ ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტთან არსებული ორგანოა, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია. უწყება განიხილავს  საქართველოს  ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა და თავდაცვის სისტემის ორგანიზების საკითხებს. უშიშროების საბჭოს ფუნქციაა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში.


ყველა ახალი ამბავი
0