18:14 21 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8414
  • 100 RUB3.8647
  • USD2.4573
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე: საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი

© FB / Mamuka Bakhtadze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე (5)
134 0 0

საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეიძლება გახდეს 36 წლის მამუკა ბახტაძე, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა სამინისტროს უდგას სათავეში.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტი ვაკანტური ოთხშაბათს გახდა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. თავისი გადადგომა კი მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამის შემდეგ 2010 წელს მან მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე INSEAD-ის ბიზნეს–სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.
2005–2006 წლებში ბახტაძე სს “საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერი იყო, 2007–2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010–2012 წლებში ბახტაძე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013–2017 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პორტფელი მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა.
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე (5)

მთავარი თემები