23:25 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
სააპტრულო პოლიციის თანამშრომლები

საქართველოში გინება ძვირი დაგიჯდებათ - პარლამენტმა სანქციები გაამკაცრა

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
90021

საქართველოს პარლამენტმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გაამკაცრა

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმები გაზარდა.

150 პარლამენტარიდან ცვლილებებს მხარი 80-მა დაუჭირა.

ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 100 ლარის ნაცვლად ის 500-დან 1000 ლარს შეადგენს. უკიდურეს შემთხვევებში ხულიგნებს 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

წვრილმანი ხულიგნობის ქვეშ კანონმდებლობა გულისხმობს გინებას საზოგადოებრივ ადგილებში, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი ან სხვა მსგავსი ქმედება, რომელიც მოქალაქეთა საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს არღვევს. 

ცვლილებების თანახმად, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და/ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო გათვალისწინებულია15 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

პარალელურად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო სასჯელის სახით ჯარიმა ძალაში რჩება, თუმცა მისი ოდენობა იზრდება. ამჟამად ამ დარღვევისთვის ჯარიმა 250 ლარიდან 2000 ლარამდე შეადგენს. შემდგომში მისი ოდენობა 1000 ლარიდან 4000 ლარამდე შეადგენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

 

მთავარი თემები