23:32 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
ანდრეი კისკა

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვევა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (48)
38 0 0

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილა

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა თბილისს  26 მაისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ვიზიტის დეტალები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ამასთან, მათ  ისაუბრეს საქართველო — სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების საკითხებზე.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე აღინიშნება. 26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში შვიდი ქვეყნის პრეზიდენტებიდა მაღალი რანგის 20–დე დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში 300–ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღების გამოფენას მოაწყობს, ასევე გამართავს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიას ექვს ქალაქში, მათ შორის, თბილისში.

მეოცე საუკუნის საქართველოს დედაქალაქის სტუმრებისთვის გაცნობას გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო. მოეწყობა გასული საუკუნის  20–იანი წლების თბილისური ბაზრობა, აგროპროდუქციის გამოფენა–დეგუსტაცია, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, არტისტების შოუ და ა.შ.

გარდა ამისა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.  გარდა ამისა, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად მემორიალურ დაფებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დადგამენ, უნივერსიტეტებში საქართველოს კუთხეებს, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩას გახსნიან.

 

 

 

თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (48)

მთავარი თემები