ახალგაზრდული კავშირები სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის 500 ათას ლარს მიიღებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაში
ახალგაზრდები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ შრომის ბაზარი, შეიმუშაონ ტრენინგები, ასევე უზრუნველყონ უმუშევარი ახალგაზრდების მომზადება და გადამზადება

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ოთხი ახალგაზრდული კავშირი 500 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს, რათა მათ ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმებას.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უნდა შეაფასონ ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზარი, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშაონ ტრენინგები და შექმნან ონლაინ–პლატფორმები, ჩაატარონ ღონისძიებები ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის კუთხით და შესაბამისი უნარების განვითარების მიზნით მოამზადონ და გადაამზადონ უმუშევარი ახალგაზრდები.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დასაქმებაში დაეხმარებიან

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდობის დახმარების პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის Save the Children Nederland დახმარებით.

პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდობის სამეწარმეო უნარების ხელშეწყობას,  განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

„სწორედ ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 60 პროექტის დაფინანსებისთვის 700 ათასიდან 1 მილიონამდე ლარს გამოყოფს, ამის წყალობით შესაძლებელი გახდა დაახლოებით 350 ახალგაზრდის დასაქმება, 60 სოციალური საწარმოს შექმნა, ასევე ასზე მეტი კულტურულ–საგანმანათლებლო და 50 სპორტული პროექტის განხორციელება.

ამჟამად ქვეყანაში სოციალურად დაუცველად მიიჩნევა 451,5 ათასზე მეტი ადამიანი. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0