ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე
ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ სისტემამ მონაცემების შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით,  იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ,  შეავსებენ ონლაინ-განაცხადს,  თითოეული განაცხადისთვის კი შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.

შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრების წესები მკაცრდება

„თითოეულ განაცხადში  შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება“, — ნათქვამია პრეს-რელიზში. 

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. თუ  განაცხადში მითითებული ინფორმაცია საეჭვო აღმოჩნდა, მას დამატებით გადაამოწმებენ. ამ შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი, ანუ ოთხი დღე იქნება.

პირველ ეტაპზე, ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სისტემის ამოქმედებიდან სამ წელიწადში კი ანალოგიური მოთხოვნები გავრცელდება ავტობუსით მოგზაურებზეც.

ვარშავა - Sputnik საქართველო
ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს. ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა.

აღნიშნული დადგენილება ევროპარლამენტს გადაეგზავნება, სადაც მას კენჭს უყრიან. მიღების შემდეგ ის ევროკავშირის საბჭოს წარედგინება საბოლოო დამტკიცებისთვის.

ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა  2020 წლიდან ამოქმედდება.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. 


ყველა ახალი ამბავი
0