საქართველოს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიჟან ასელბორნი
ჟან ასელბორნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ოთხშაბათს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან.  

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
1 წელი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან – საქართველოს მთავრობის ახალი გამოწვევები

შეხვედრების მთავარი თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის და მისი გაფართოების პერსპექტივები. მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჟან ასელბორნი ასევე შეხვედრას გამართავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 1994 წლის 17 ოქტომბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებმა ტრანსპორტის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესახებ ხუთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლუქსემბურგი ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო აღიარა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0