რატომ არ მოსწონს გიორგი ლილუაშვილს ქართული პრეზერვატივები

© FB / Aiisa"აიისას" პროდუქცია
აიისას პროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი მოითხოვს საქმიანობის აკრძალვას ქართული კომპანიისთვის, რომელიც უშვებს პრეზერვატივებს, რომლის შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე და დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური გამონათქვამები.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. პარტია „საქართველო" ქართული კომპანია „აიისას" მიერ წარმოებული პრეზერვატივების აკრძალვას მოითხოვს და აცხადებს, რომ შეფუთვაზე დატანილი გამოსახულებები მოსახლეობის ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.

ქართული კომპანია „აიისა" პრეზერვატივებს 2017 წლიდან აწარმოებს. პრეზერვატივების შეფუთვაზე შეიძლება იხილოთ, მაგალითად, თამარ მეფის, „ქართვლის დედის“, პოლიტიკოსების გამოსახულებები, „ვეფხისტყაოსნის" ციტატები, ქართული უცენზურო გამონათქვამები, ასევე დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური გამონათქვამები.

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2": ტელეკომპანიის ოფისს თავს დაესხნენ

„ეს შეურაცხყოფს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრების პირად, რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს, აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას და შუღლს ქვეყანაში, ემსახურება სახელმწიფოში დაძაბულობისა და არეულობების პროვოცირებას… მოვითხოვთ დაუყოვნებლივ აიკრძალოს აღნიშნული კომპანია, მის დამფუძნებლებსა და იქ დასაქმებულ პირებს აეკრძალოთ ყველა სახის კომერციული საქმიანობა საქართველოში, აგრეთვე დაისაჯონ ამ კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, ვინც განახორციელა დიზაინი, წარმოება და რეალიზაცია", — ნათქვამია პარტიის ლიდერის გიორგი ლილუაშვილის ხელისუფლებისადმი მიმართვაში.

ამასთან ერთად პარტია „საქართველო" მოითხოვს უკვე გამოშვებული პროდუქციის მთლიანად ამოღებას.

ლილუაშვილი წერილში ამტკიცებს, რომ კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ანა გაჩეჩილაძეა, სახელმწიფოს პროგრამა "სტარტაპ-საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა.

კომპანია „აიისას" პარტია „საქართველოს" მიმართვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნული კომპანიის პროდუქცია ინტერნეტის საშუალებით იყიდება.

„აიისას" Facebook-გვერდზე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის კომპანიის იდეა კრეატიულია, მეორე ნაწილისთვის კი აბსოლუტურად მიუღებელი. ვიღაცამ კი უბრალოდ დრო იხელთა, რომ კიდევ ერთხელ იხუმროს.

ყველა ახალი ამბავი
0