05:21 26 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ქართველი მშვიდობისმყოფელები

2017 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ასობით ქართველი მონაწილეობდა

© AFP/ VANO SHLAMOV
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (63)
34 0 0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რატომ მონაწილეობენ ქართველი სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა".

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში" (Resolute Support) 2017 წელს მთლიანობაში 1,7 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.

„ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, რათა ნატოსთან, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანოთ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. სწორედ ამ მიზნით „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში 2017 წელს როტაციის გათვალისწინებით 1 740-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა", — განაცხადა იზორიამ.

ავღანეთთან ერთად ქართველი მშვიდობისმყოფელები წარმოდგენილი არიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ამ ქვეყნებში ორივე სამშვიდობო მისია ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება. 

მალიში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი მეკავშირე ოფიცერი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კი 35 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კერძოდ, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში როტაციის წესით ევროკავშირის წევრებთან ერთად ამ გლობალური საქმის უზრუნველყოფაში 72 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, – დასძინა იზორიამ.

საქართველო სამშვიდობო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. პირველად ქართველი სამხედროები ჩაერთვნენ კოსოვოს მისიაში, რომელიც 2008 წელს დასრულდა. ქართველი სამხედროები ასევე მონაწილეობდნენ ერაყის სამშვიდობო მისიაში, სადაც პირველად 2003 წელს ჩავიდნენ. სამხედროები ერაყში 2008 წლამდე იყვნენ. 2003-2008 წლებში, როტაციის გათვალისწინებით, ერაყში დაახლოებით 8,5 ათასი ქართველი სამხედრო იმყოფებოდა.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (63)

მთავარი თემები