21:20 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ბიძინა ივანიშვილი

გახდება თუ არა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი

© AFP / VANO SHLAMOV
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (243)
21201

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატია

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქართველი მილიარდერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელს პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება გახდეს, ამტკიცებს ტელეარხი „ტვ პირველი“.

ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები, თანაც მას არა ხუთი, არამედ ექვსი წლით აირჩევენ.

„ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ვინც ამას ხედავს, დიდ პატივს სცემს მის პიროვნულ ღვაწლს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრობის ერთი წლის თავზე, უარი თქვა პოლიტიკაზე. თუ ის ამ მზაობას განაცხადებს, მე პირადად მხოლოდ მივესალმები", — განაცხადა საქართველოს თავდაცვიდ მინისტრმა ლევან იზორიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას გამორიცხავს.

„თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ბატონი ივანიშვილი იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მან ამჯობინა, რომ ყოფილიყო არა ფორმალური, არამედ არაფორმალური მმართველი, და არა მგონია მან ის მანტია, რომელიც ძალიან კარგად მოირგო, დათმოს და თუნდაც საარჩევნო რბოლაში ჩაერთოს“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა.

ასეთივე აზრს იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიაში — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

„დაველოდოთ, როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ თავის ოფიციალურ კანდიდატს. საერთოდ ივანიშვილი პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატია, დამფინანსებელიც, პრემიერიც, ხეების გადამზიდავიც, და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებაში“ რეალურად ერთადერთი ადამიანია. დანარჩენი ადამიანების სახეებს, სახელებს, ბიოგრაფიებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ“, — განაცხადა ოპოზიციონერმა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა. არჩევნების შემდეგ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო 2013 წელს პოლიტიკიდან წავიდა. მან განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში გადადის.


თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (243)

მთავარი თემები