22:42 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილმა გამორიცხა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

FB / Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (243)
67 0 0

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ბევრი საქმე აქვს და ამიტომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა მონაწილეობა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტის პოსტზე კვირიკაშვილს წარადგენდა, მედიაში არაერთხელ გავრცელდა.

„რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის განხილვას, მედიაში ეს თემა პერიოდულად აქტიურდება. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. მე, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს“, — განაცხადა კვრიკაშვილმა საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა სრული კონსოლიდაცია, და ამ პირობებში პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვა უადგილოა.

„ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც, და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს იქნება ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან განახლებული კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადადის. 2018 წელს პრეზიდენტს აირჩევენ არა ხუთი წლით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ ექვსი წლის ვადით.


თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (243)

მთავარი თემები