07:41 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
297 0 0

საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მეორე ტალღა მიმდინარეობს, რომელიც, მათ შორის, მოქალაქეობის საკითხს მოიცავს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვა ქვეყნის პასპორტს იღებს, ძალაში შევა არა 2018 წლის ნოემბერში, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში ახალი შესწორებების ამოქმედებისთანავე.

ამჟამად საქართველოში საკონსტიტუციო შესწორებების მეორე ტალღა მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარ კანონში ძირითადი ცვლილებები ნოემბერში მიიღეს, მაგრამ ზოგიერთი სიახლე მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს, მათ შორის მოქალაქეობის საკითხი. ამგვარად, ჯერჯერობით ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში გამონაკლისის სახით იქნება. საკითხს საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს.

„ემატება გარდამავალ დებულებებს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამ კანონის… განსაზღვრული პირობები ამოქმედდება ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე", — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს დატოვა. მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობის მიღება გახდა.

ახალი შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში პირველ მოსმენაზე უკვე ოთხშაბათს უნდა მიიღონ.

 

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები