03:10 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
51 0 0

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ავტოკრატიის თავიდან აცილების აუცილებლობით არის გამოწვეული

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე.

კანონპრექტი ითვალისწინებს „ბონუსების სიტემის“ გაუქმებას პარლამენტში ადგილების განაწილებისას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ბლოკების შექმნის შესაძლებლობას,  აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტებას და საკონსტიტუციო სასამართლოსთის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქვორუმის დაწევას. გარდა ამისა, კონსტიტუციაში ანაკლიის პორტის ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული სტატუსი განისაზღვრება.

ცვლილებები პირველად ქუთაისელებს გააცნეს. კანონპროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, პარფლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნებისმიერი კონსტიტუციის არის ის, რომ მან თავიდან უნდა აგვარიდოს, უნდა გამორიცხოს ავტოკრატიის ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი დოკუმენტი ამას არ გამორიცხავს, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წელს და ჩვენ ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად არის გამორიცხული ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2010 წელს, როდესაც ხელისუფლებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძღაობა“ იყო, კონსტიტუცია იმდენად განახლდა, რომ მას ახალსაც კი უწოდებდნენ. იმ დროს პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდა და მთავრობასა და პარლამენტს შორის გადანაწილდა.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელზეც კობახიძე საუბრობს, ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის 5 წლის შემდეგ შეიცვალა. პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია და ცვლილებები 13 ოქტომბერს საბოლოოდ დაამტკიცა. პრეზიდენტი და ოპოზიცია განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ისინი საკუთარ მოთხოვნებს მთელი კატეგორიულობით აყენებდნენ. მმართველი პარტია დათმობებისთვის მზად იყო. გამონაკლისს წარმოადგენდა შემდეგი ორი საკითხი: საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პარტიული სიებით უკვე 2020 წლიდან ჩატარება და ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ. 

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი თავის ვეტოში „ქართული ოცნების“ დათმობებს გაითვალისწინებდა, ახალი კანონპროექტის განხილვის საკითხი არ დადგებოდა.

საქართველოს კონსტიტუციის უკვე დამტკიცებული ცვლილებები ძალაში 2018 წლიდან შევა.

საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაზე მუშაობა რვა თვის განმავლობაში მიდიოდა, თავიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, შემდეგ კი ქვეყნის პარლამენტში. მთელი ეს პროცესი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები