არჩევნებზე ქალები მამაკაცებთან შედარებით უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, 1 570 500 ადამიანიდან 789 652 ამომრჩეველი ქალი იყო.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიების არჩევნებზე ქალები მამაკაცებთან შედარებით უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე. 

ყველა არჩევნებზე!
ყველა არჩევნებზე! - Sputnik საქართველო
ყველა არჩევნებზე!

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კენჭისყრაში მონაწილეობა 1 570 500-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 45,64%-ს შეადგენს.

მათგან 789 652 იყო ქალი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,28%-ს შეადგენს, ხოლო 780 911 — მამაკაცი, რაც 49,72%-ს წარმოადგნს.

შაბათს ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0