მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლა საარჩევნო უბანზე
ხმების დათვლა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მარტვილის მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ იქ მეორე ტური გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია "იმედი"(Imedi).

მარტვილის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას განხცადებით, მარტვილის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, მისისვე თქმით "ქართული ოცნება" ლიდერობს.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 48.07% დააგროვა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.75%, "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიორგი რუხაიამ 15.48% და გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა ნოდარ მატკავამ 0.69%.

"მარტვილში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 62% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 20 245-მა მოქალაქემ მიიღო. 39 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 14 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო", — განაცხადა ბართაიამ.

მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0