08:19 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტი

დუბლი 2: პარლამენტი შესწორებებს კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ დაამტკიცებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (76)
18 0 0

კენჭისყრა საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების შემდეგ პარასკევს გაიმართება.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ისევ განახლებული კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრისთვის ემზადებიან — პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო მანამდე მიღებულ შესწორებებს და დოკუმენტი თავისი შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა პრეზიდენტმა დანიშნა. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ საკანონმდებლო ორგანომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო მუშაობა შეწყვიტა.

დეპუტატებს არჩევა მოუწევთ შესწორებების თავდაპირველ ვარიანტსა და პრეზიდენტის წინადადებებს შორის. ამასთან, მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" უკვე განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს — პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.

მმართველი პარტია მანამდე დაეთანხმა დათმობებს, რომ უარს იტყვის 2024 წლიდან „ბონუსების სისტემის" დანერგვაზე და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობაზე თანხმობას განაცხადებს. თუმცა, პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ეს მცირე დათმობად მიიჩნიეს. მათ გააფართოეს შენიშვნების ნუსხა, რითიც „ქართული ოცნების" აღშფოთება გამოიწვიეს.

აღნიშნულ ორ შენიშვნასთან ერთად, პარლამენტში შესულ შენიშვნებს შორისაა აგრეთვე საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარება უკვე 2020 წლიდან, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ, კონსტიტუციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტება და კვორუმის დაწევა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (76)

მთავარი თემები