08:16 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით ნარმანია

ნარმანიას კანდიდატურა გერმანიის ელჩის პოსტზე არ განხილულა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (38)
16 0 0

გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტი ვაკანტური სამ თვეში გახდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში ნარმანია არ მონაწილეობს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია თბილისის მერის დავით ნარმანიას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ.

ელჩის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, როდესაც მოქმედი ელჩი ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის  მოვალეობების შესრულებას შეუდგება. 

ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოსტზე სამშაბათს დაამტკიცეს. ქართულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩი გახდება.

„ლადო ჭანტურია ჯერ კიდევ არის ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, ვგულისხმობ გერმანიასთან კონსულტაციებს წარდგენის შემდეგ. როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ყველა ინფორმირებული იქნება. განხილვები დაწყებული არ არის“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მოქმედი მერის მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როდესაც ივლისში ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერის პოსტზე ნარმანიას კანდიდატურის წარდგენას მეორედ არ აპირებს და მერის პოსტისთვის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იბრძოლებს.

ნარმანიას გენერალური აუდიტორის პოსტსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ეს ვარაუდიც არ დადასტურდა. ამ თანამდებობაზე პარლამენტმა ფინანსისტი ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (38)

მთავარი თემები