„ქართული ოცნება" ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას მიიღებს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება.

კობახიძე ვენეციაში გაემგზავრა, სადაც 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ორგანიზაციის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან" კონსტიტუციის პროექტს განიხილავს

„ვენეციაში მივემგზავრებით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. მანამდე გვექნება შეხვედრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და ასევე, მის გენერალურ მდივანთან. საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით გვექნება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტმაკონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გასულ კვირას დაამტკიცა. ჯერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეა, რომელმაც ადრე არაერთხელ გააკრიტიკა კანონპროექტი — ის ან ხელს მოაწერს დოკუმენტს ან ვეტოს დაადებს.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება.

„რა თქმა უნდა, მოლოდინი პოზიტიურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება საბოლოოდ ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. ამ დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სექტემბრის შუა რიცხვებში ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი ანგარიში წარადგინა. კომისია მიესალმება 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების შექმნის დაშვებას და გამსვლელი ბარიერის დაწევას, რადგან ეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების ნეგატიურ შედეგებს გაანეიტრალებდა.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის დაკრძალვა: საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

იმავე დროს ვენეციის კომისია მიესალმება „ქართული ოცნების" მზადყოფნას, 2024 წლისთვის ბონუსების სისტემის შემოღებაზე უარი თქვას.

სანამ პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციაში იქნება, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების"| წარმომადგენლებთან განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობასა და მარგველაშვილს შორის გართულებული ურთიერთობებია, რომელიც პერიოდულად მწვავდება. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი კონფლიქტის ახალი მიზეზი გახდა.

გასულ კვირას კობახიძემ მარგველაშვილს ვეტოს გამოყენება იმ პუნქტებთან მიმართებით ურჩია, რომლებიც ე.წ. ბონუსების სისტემას და საპარლამენტო არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის უფლების გაუქმებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0