თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია, იუწყება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი.
M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკას ფოთის პორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 3-11 სექტემბერს გაიმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შმრავალეროვნული სწავლება Agile Spirit საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლებაში Agile Spirit 2017, ქართველი სამხედროების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინისა და სომხეთის სამხედროები.
სწავლება ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2016 წლის სექტემბერში გაიმართა.