წინასაარჩევნო ღონისძიებების კალენდარი

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქებისა და რაიონების მერების, ასევე რაიონული და საქალაქო საკანონმდებლო ორგანოების (საკრებულოების) დეპუტატების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადები ამ დროისთვის 9 პარტიამ შეიტანა, აქედან ცესკოში რეგისტრაცია გაიარა შვიდმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან ამოქმედდება აკრძალვა მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ნებისმიერი ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, რაც 2017 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული.

22 აგვისტოდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარებების ოდენობა და შეღავათების დაწესება, რომლებიც კანონით მანამდე არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, 22 აგვისტოდან იკრძალება ადმინისტრაციული შენობებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციების შენობების ან სხვა ქონების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ამ დღიდან პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ საჩუქრების, თანხის ჩუქება და ამომრჩევლისთვის მატერიალური ჯილდოს დაპირება.

27 აგვისტოს დასრულდება პარტიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის. იმავე დღეს ყველა ტელეკომპანიამ და რადიომ უნდა ჩააბაროს ფასიანი რეკლამის განთავსების გეგმა. ამავე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ — სრულად და თითოეულ საარჩევნო ოლქში.

1 სექტემბერს ამოქმედდება ვალდებულება პარტიებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ეთერისა და გაშუქების წარდგენაზე.

6 სექტემბერს დასრულდება მერობის ან საკრებულოს დეპუტატის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია ერთმანდატიანი ოლქიდან.

14 სექტემბერს დასრულდება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია.

21 სექტემბერს განაწილდება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატების რიგითი ნომრები. ამავე დღეს ბოლო ვადაა პარტიული სიებისა და ერთმანდატიანი ოლქებიდან საკრებულოს დეპუტატების კანდიდატების სიების წარდგენისთვის

23 სექტემბერს ბოლო ვადაა პარტიული სიების, მერობისა და საკრებულოს დეპუტატების კანდიდატების რეგისტრაციისთვის

26 სექტემბერს ბოლო ვადაა დეპუტატობის ყველა კანდიდატის სახელმწიფო თანამდებობებიდან გადადგომისთვის, გარდა პრემიერ-მინისტრისა; იწყება უფასო პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაცია.

30 სექტემბერს — მერობის კანდიდატებს დაურიგებენ სპეციალურ მოწმობებს, რის შემდეგ არ შეიძლება მათი დაკავება გარდა დანაშაულის ჩადენის მომენტისა.

1 ოქტომბერს ცესკო გამოაქვეყნებს ინფორმაციას პარტიების ნომრების შესახებ, ასევე იმ პარტიების სიებს, რომლებსაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცემენ სპეციალურ მოწმობებს, რის შემდეგ არ შეიძლება მათი დაკავება გარდა დანაშაულის ჩადენის მომენტისა.

3 ოქტომბერს პარტიებს ამომრჩევლის სიებს წარუდგენენ.

9 ოქტომბერს ცესკო დაამტკიცებს ამომრჩევლების საბოლოოს სიას, რის შემდეგ სიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

13 ოქტომბერს სააგიტაციო მასალას განათავსებენ საქართველოს საპატიმროებში, სადაც იმყოფებიან პატიმრები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება აქვთ.

15 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებები წარმოადგენენ იმ ამომრჩეველთა სიებს, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას 21 ოქტომბრამდე გაივლიან.

16 ოქტომბერს ცესკო გამოაქვეყნებს ამომრჩეველთა საბოლოო სიას. დასრულდება საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაცია.

17 ოქტომბერს დასრულდება არჩევნებზე დამკვირვებლების რეგისტრაცია.

19 ოქტომბერს დასრულდება მასმედიის წარმომადგენლების რეგისტრაცია. აიკრძალება გამოკითხვების ჩატარება.

20 ოქტომბერს საარჩევნო კომისიები მიიღებენ ბიულეტენებსა და კონვერტებს. ყველა მაუწყებელი ვალდებული იქნება, გადასცეს უფასო პოლიტიკური რეკლამა.

21 ოქტომბერი — არჩევნების დღე.

 

ყველა ახალი ამბავი
0