პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Denis Aslanovკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
170 შეწყალებულიდან 120 საპატიმროს დღესვე დატოვებს, დანარჩენ 50 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა აქტი 170 მსჯავრდებულის, მათ შორის, ცხრა ქალის შეწყალების შესახებ, განაცხადა ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

170 შეწყალებულიდან 120 ადამიანი საპატიმროს დღესვე დატოვებს, დანარჩენ 50 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

შეწყალების კომისიამ 20-დან 23 ივნისამდე 1073 პირის საქმე განიხილა. შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

„120 მსჯავრდებული, მათ შორის 8 ქალი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დანარჩენ 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალბატონს სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმსუბუქდა", — განაცხადა ქორიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების აქტი სასჯელის აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკვე გაუგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0