02:59 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
Imedi - იმედი Live Televizia online (6)
5520

პრემიერ-მინისტრმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს (დეკანოზ გოირგი მამალაძის მიმართ. — რედ.შენ),  მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე — გამოძიების გაგრძელება, განაცხადა მიუნხენში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანიის Imedi ეთერში. 

„მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებისა და ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ, თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან”, — თქვ პრემიერმა. 

მან აღნიშნა, რომ ეს კეთდება  გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა,  იმის გამო, რომ მთავრობის  ქმედებებს ამ მიმართულებით, საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლებისა და  ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, „უსამართლო და, არაადეკვატური რეაქცია” მოჰყვა. 

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით პატრიარქს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც კი, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან”, — თქვა კვირიკაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია. 

სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, — აღნიშნა პრემიერმა. 


თემები:
Imedi - იმედი Live Televizia online (6)

მთავარი თემები