საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში გამოფენაზე Expo-2017 მიიწვიეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტანაში 28–29 ივნისს საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა Expo-2017 გაიხსნება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთში მიიწვიეს საერთაშორისო სპეციალიზებულ გამოფენაზე Expo-2017, რომელიც ასტანაში გაიმართება ლოზუნგით „მომავლის ენერგია“, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ექსკლიუზიურ ინტერვიუში ყაზახეთის ელჩმა ერმუხამედ ერტისბაევმა.

Expo-2017–ზე დაახლოებით 5 მილიონ დამთვალიერებელს ელოდებიან.

„წელს გვინდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი შედგეს, შეთანხმება უკვე არის. ვიზიტი Expo 2017-ის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 28-29 ივნისს გაიხსნება. ამავე პერიოდში შედგება ყაზახეთში მარგველაშვილის ვიზიტიც“, — განაცხადა ერტისბაევმა.

ერმუხამედ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
ელჩი: ყაზახეთი მზადაა საქართველოში ფული დააბანდოს

ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის პირველი ვიზიტი იქნება ყაზახეთში.

Expo-2017–ზე ქართულ სამთავრობო დელეგაციასაც ელოდებიან.

„ქართული სამთავრობო დელეგაციაც იქნება, მაგრამ არ ვიცი ვისი ხელმძღვანელობით. თუმცა, მთავრობაში დაგვპირდნენ, რომ Expo 2017-ში მონაწილეობას მიიღებენ. იქ საკმაოდ დიდი ქართული პავილიონიც იქნება, სადაც ქართული პროდუქცია გამოიფინება“, — აღნიშნა ერტისბაევმა.

Expo–ს გამოფენებზე მსოფლიოს ყველა სახელმწიფო აჩვენებს თავის საუკეთესო ტექნოლოგიურ, სამეცნიერო, კულტურულ მიღწევებს. ეს გამოფენები გლობალური განვითარების დღის ახალ წესრიგს აყალიბებს. მათ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი ესწრება.

საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის მუდმივი პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ფუნქციონირებს მთავრობათაშორისი კომისია სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 2016 წელს საქართველოს 49000 ყაზახეთის მოქალაქე ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0