17:23 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)
96 0 0

აქციის ორგანიზატორებმა - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა - საქართველოს უზენაეს სასამართლოს „რუსთავი 2“–ის საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოპოზიციური ტელეკომპანიის Rustavi2 მხარდასაჭერად გამართული მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს „რუსთაველის“ მეტროსადგურიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობამდე, რომელსაც ტელეკომპანიის საქმის განხილვა მოუწევს.

აქციაში ლოზუნგით „სოლიდარობა „რუსთავი 2“-ს“, მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და ა.შ. მათ  უზენაეს სასამართლოს მოუწოდეს, რომ მან მიიღოს სწორი და ადექვატური გადაწყვეტილება და არ დაუშვას ტელეარხის დახურვა. 

 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად „ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა
© Sputnik / Alexander Imedashvili
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად „ ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა

მეტროდან უზენაეს სასამართლოს შენობამდე მსვლელობა სავალ ნაწილზე მიმდინარეობდა — ნახევარი საათის განმავლობაში გზა ტრანსპორტის მოძრაობისთვის ნაწილობრივ გადაკეტილი იყო.

მსვლელობა საკამოდ ხმაურიანი იყო — ვიღაც დრამზე ურტყამდა, ზოგი სტვენდა, ზოგიერთი კი „რუსთავი 2“–ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ ლოზუნგებს აჟღერებდა. 

პლაკატებზე წარწერები იყო: „SOS!!! გადაარჩინეთ რუსთავი 2“, „ხელები შორს „რუსთავი 2“–სგან“, „რუსთავი 2“ — ხალხის ტელევიზიაა“.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რაიმე ინციდენტი არ მომხდარა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად „ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა
© Sputnik / Alexander Imedashvili
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად „ ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა

პოლიციელები აკვირდებოდნენ იმას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი ბოლომდე არ გადაეკეტათ.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ადგილი, სივრცე, სადაც შევძლებთ თავისუფლად ვილაპარაკოთ იმ პრობლემების შესახებ, რითაც  სავსეა ქვეყანა“, — მიმართა შეკრებილ საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. 

პოლიცია რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე
© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიცია რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე

აქცია საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც რვა ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ევროპელ დემოკრატებს“, „ნაციონალ–დემოკრატიულ პარტიას“, „რეფორმატორებს“, „ქრისტიან–კონსერვატორთა პარტიას“, „ალიანსი საქართველოსთვის“, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“. საკოორდინაციო საბჭო ხუთშაბათს შეიქმნა.

აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მსგავსი ღონისძიებების მომავალში გამართვის პირობა მისცენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებებს ძალაში დატოვებს და „რუსთავი 2“–ს მის ყოფილ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშს გადასცემს.

აქციის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს შენობისკენ მსვლელობისას დრამერთა ჯგუფი შეუერთდა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერების აქციამ უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების აქციამ უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლა

„რუსთავი 2“–ის საქმის სასამართლო განხილვა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა.

იმავე წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა. ტელეარხის ამჟამინდელმა მფლობელებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2016 წლის ივნისში გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაშინ „რუსთავი 2“–ის იურისტებმა სარჩელი უზენაეს სასამრთლოში შეიტანეს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია
© Sputnik / Alexander Imedashvili
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია

ამჟამად საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაშია გადაცემული.


თემები:
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)

მთავარი თემები