საქართველოს პრემიერი იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

© REUTERS / Vigili del Fuocoიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა სასტუმრო Rigopiano-დან, რომელიც ოთხშაბათს სამთო კურორტზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოექცა, ოთხი ცხედარი ამოიყვანეს.

თბილისი, 20 იანვარი Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში, აბრუცოს რეგიონში სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

უბედური შემთხვევა სამთო კურორტზე ჩამოწოლილმა ზვავმა გამოიწვია, რომელმაც სასტუმრო Rigopiano მთლიანად დაფარა.

ხუთშაბათს მაშველებმა სასტუმრო Rigopiano-ში ოთხი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 29 ადამიანი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო, სადაც მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. თელი გულით თანავუგრძნობ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, იტალიელ ხალხს, მთავრობას, — ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

საქართველოს პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ დაკარგულთა მოძიება და გადარჩენა დროულად მოხდება.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა სასტუმრო მთლიანად დაფარა, სადაც, ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი იმყოფებოდა: 8 თანამშრომელი, 4 სტუმარი და 22 დამსვენებელი.

ყველა ახალი ამბავი
0