საქართველოს პრემიერმა მინისტრები ოფიციალურად დანიშნა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ოფიციალურად დანიშნა, განაცხადეს მთავრობის პრეს-სამსახურში.

მინისტრების უფლებამოსილების ამოქმედებისთვის ეს ბოლო ფორმალობაა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვირას პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. მანამდე, შაბათს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.

საქართველოს პარლამენტმა ნდობა ახალი მთავრობის შემდეგ შემადგენლობას გამოუცხადა:

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს ახალი მთავრობა
საქართველოს ახალი მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0