არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი და პრეზიდენტი ჯერჯერობით საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ვერ თანხმდებიან - სხვაობა ორ თვეს შეადგენს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია — 8 ოქტომბერი, მაგრამ როდის უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო აგიტაცია, ამაზე ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ თანხმდება. პრემიერ-მინისრს და პრეზიდენტს განსხვავებული აზრები გააჩნიათ. პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას 8 ივლის სთავაზობს, პრეზიდენტი კი მაისის პირველ ნახევარში. მარგველშვილი აცხადებს, რომ უფრო ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს.

კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერსა და პრეზიდენტს  ერთმანეთთან შეუთანხმებლად ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ.

ფულის საკითხი

წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსირების ნაწილს სახელმწიფო გამოყოფს. ამაში შედის საარჩევნო კომისიების ფინანსირება, პარტიების სარეკლამო რგოლების უფასო ტრანსლაცია და ა.შ. 2016 წლის ბიუჯეტიდან ამისათვის 976700 ლარია გამოყოფილი-დაახლოებით 430 ათასი დოლარი.

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია დამატებით სახსრებს მოითხოვს და ეს ქვეყნის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მზადაა ცესკო-ს ადმინისტრაციული ხარჯებისათვის საპრეზიდენტო ფონდიდან თანხები გამოყოს.

ვინ აჯობებს — აზრები

იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს  ერთმანეთთან შეუთანხმებლად ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, არც ოპოზიცია, არც მმართველი პარტია პრეზიდენტის განცხადებას სერიოზულად არ უყურებენ.

„პრეზიდენტის განცხადება ღიმილს იწვევს, რადგან თუ კი ის აქტს მაისში გამოსცემს, პრემიერი მას არ დაეთანხმება და არ მოაწერს ხელს…პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკურ რეალობას არ შეესაბამება“, — მიაჩნია დავით ბერძენიშვილს.

„მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და როდესაც ხელთ სამართლებრივი აქტი გვექნება, მაშინ გვეცოდინება, როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია“,-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქცეოდეს და არა საკუთარი სიჯიუტიდან.  „მე გაკვირვებული ვარ მისი გადაწყვეტილებით“,- აცხადებს გია ვოლსკი. ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას არჩევნების წაგების ეშინია. „აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ეშინია და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე უარის თქმა არ უნდა“, — აცხადებს გიორგი ვაშაძე.

არჩევნების შესახებ ციფრებში

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ბოლო რეიტინგების ფონზე განიხილება, რომლებმაც აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა წავა არჩევნებზე. მაგრამ, ნახევარს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა.

პროგნოზებს რაც შეეხება, გამოკითხულთა 31%-ი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს, 11% — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 4%-„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“. ამ დროს 17% მზადაა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს, 14% —„ნაცმოძრაობას“, 6% —„თავისუფალ დემოკრატებს“, 3% —„ლეიბორისტებს“.

რესპონდენტებმა თავისი არჩევანის ლოგიკის ასახსნელად მთავარ ფაქტორებად მოიყვანეს პარტიის წარსული, პარტიის კონკრეტული წარმომადგენლის მიმართ ნდობა, წინასაარჩევნო დაპირებები და ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები.

ყველა ახალი ამბავი
0