ლევან მამალაძე და სულხან მოლაშვილი პოლიტიკაში „სახალხო ხელისუფლებით“ ბრუნდებიან

ლევან მამალაძე
გამოწერა
„ჩვენ ხალხს მოვიყვანთ ხელისუფლებაში, ანუ ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, გავაუქმებთ რუსეთთან სავიზო რეჟიმს, პენსიებს 500 ლარამდე გავზრდით, საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად ვაქცევთ და ემიგრანტებს სამშობლოში დავაბრუნებთ“-აცხადებენ „სახალხო ხელისუფლების" ლიდერები.

ნინო ცხოიძე

პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ტიპის კოლიტიკური გაერთიანება „სახახლო ხელისუფლება“ გამოჩნდა. მისი გენერალური მდივანი თამაზ ყარალაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია სამი თვის წინ შეიქმნა, მაგრამ რეგიონებში მუშობის შემდეგ, 1 თვეა, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდა. მასში გაწევრიანებული ადამიანები, ძირითადად, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილები არიან.  ცნობილი მხოლოდ სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილია (ორივე პოლიტემიგრანტის სტატუსით სარგებლობს). თუმცა, ორგანიზაციის ლიდერთა თქმით, მათი წევრები თავიანთ სფეროში გამორჩეული ადამიანები არიან.

„ჩვენი ძირითადი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ხალხი, ანუ ხელისუფლება  დავუბრუნოთ ხალხს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენი პირველი ნაბიჯია, რომელშიც არა ბარიერის გადალახვას, არამედ წარმატებებს ველოდებით“- აცხადებს თამაზ ყარალაშვილი. 

ლევან მამალაძე და სულხან მოლაშილი ჯერ ისევ ემიგრაციაში იმყოფებიან. 

ჩემს შეკითვაზე, როგორ აპირებს დისტანციურად მართოს პარტია, ლევან მამალაძემ სააკაშვილის მაგალითი გაიხსენა.

ლევან მამალაძე: „სააკაშვილს თუ შეუძლია, უკრაინიდან მართოს ნაციონალური მოძრაობა, მე რა მიშლის ხელს? ჩემს მოსვლას კი ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილი აბრკოლებს, რითაც მიშას დავალებებს ასრულებენ. მიშა კი უსაფუძვლოდ არ გააღიზიანა ჩვენი პარტიის დაფუძნებამ. იცის, ნაციონალების მომხრეები ქვეყანაში 8 პროცენტს არ აღემატება. არც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სახარბიელო პოზიცია. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი არჩევნებზე ჩვენ დაგვიჭერს მხარს.“

რაც შეეხება პარტიის მიზნებსა და გეგმებს, მამალაძის თქმით, ამას ხალხი ადგენს.

ლევან მამალაძე: „მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს საქართველოში ხალხთან, ინტერენეტის მეშვეობით. ამდენად, კარგად ვიცი, რა ჭირდება ჩვენს საზოგადოებას და საქართველოს განვითარებას. აქამდე ადამიანებს მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებდნენ. სახალხო ხელისუფლებას კი თვითონ ხალხი დააკომპლექტებს.  ჩვენი შემუშავებული სისტემა სწორედ ხალხს აძლევს საშუალებას, თვითონ გამოკვეთონ თავიანთი ლეიდერები და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის, ვისაც ანდობენ პრობლემების მოგვარებას. ასე დაიბრუნებს ხალხი ხელისუფლებას. ვინც მოატყუებს მათ, თანამდებობებზე ვეღარ იქნებიან, ამის საკანონმდებლო პროექტი უკვე შედგენილია. მოსახლეობის 90% მოითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, ვიზების გაუქმებას, პენსია-დახმარებების გაზრდას, დასაქმებას,  საზღვარგარეთ საშოვარზეგადახვეწილების ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენმა მეზობლებმა 6-ჯერ გაზარდეს რუსეთში ექსპორტი, საქართველო ძალიან ჩამორჩა ამ პროცესს. ჩვენ დავეხმარებით გლეხებს და მეწარმეებს, რომ რუსეთის ბაზარზე თავისუფლად გაიტანონ პროდუქცია და შემოსავალი მიიღონ. “

ლევან მამალაძის თქმით, მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ რაიმე სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სახიფათო იქნება ქვეყნისთვის. ამდენად მიაჩნია, რომ ფინეთის მოდელი უფრო მიესადაგება საქართველოს ინტერესებს. 

„აუცილებელია, რუსეთთან ვითარების დალაგება, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის დაწყება“- ამბობს მამალაძე.

მარტის დასაწყისში „ხალხის ხელისუფლება“ საქართველოში ყრილობას გამართვს.


ყველა ახალი ამბავი
0