06:18 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით ნარმანია

თბილისის მერი გადადგომას არ აპირებს

© facebook.com/CityHallofTbilisi.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

დავით ნარმანიამ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის თაობაზე, ჭორი უწოდა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. იმის შესახებ, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია არ აპირებს ვადაზე ადრე დატოვოს თანამდებობა, ქალაქის თავმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს. 

თბილისის მერის შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. ნარმანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი და ოპოზიციამაც არაერთხელ მოაწყო საპროტესტო აქცია მისი გადადგომის მოთხოვნით, ვინაიდან,მათი აზრით, მერი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. 

„[გადადგომის თაობაზე]განცხადება არც დამიწერია  და არც ვაპირებ. ეს ჭორებია, რომლებსაც, ალბათ, შეგნებულად ავრცელებენ გარკვეული ძალები… მე ვაგრძელებ მუშაობას კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით“, — განაცხადა ნარმანიამ. 

დავით ნარმანიას ქალაქის მერის თანამდებობა 2014 წლის აგვისტოდან უკავია.

მთავარი თემები