ოპოზიცია: მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვება არასწორია

© photo: Sputnikკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ მდივანი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს.

თბილისი, 28 დეკემბერი  – Sputnik. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვება არასწორი გადაწყვეტილებაა, მიაჩნევს  პარტია „ახალი მემარჯვენეების“ მდივანი მანანა ნაჭყებია.  

გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა: მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელია — გარდა ვიცე-სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა — ეს პოსტები გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. 

„ვფიქრობ, რომ მთავრობის შემადგენლობის უცვლელად დატოვება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მთავრობა განახლებას საჭიროებს არა მარტო პერნონალიების დონეზე, არამედ სტრუქტურულადაც“, — განაცხადა ნაჭყებიან მედიასთან საუბრისას ორშაბათს, 28 დეკემბერს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის შეცვლისა, ქვეყანის მართვის სადავეები მომავალშიც ექს-პრემიერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელში იქნება.

„პრაქტიკულად არაფერი იცვლება. მხოლოდ პრემიერი შეიცვალა, თუმცა, არც ამ შემთხვევაშია რამე ცვლილება მოსალოდნელი, რამდენადაც ის კვლავ დამოკიდებული იქნება ქვეყნის არაფორმალურ მმართველბიძინა ივანიშვილზე, როგორც მანამდე ღარიბაშვილი იყო“, — განაცხადა ახვლედიანმა მედიასთან.

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიციის წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, ფაქტობრივად, ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 23 დეკემბერს დატოვა.

 


ყველა ახალი ამბავი
0