23:37 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს მალე გააუქმებს

© Sputnik/
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3701

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მზადყოფნა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ – ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

თბილისი, 17 დეკემბერი  – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ  Sputnik–ის კორესპონდენტთან საუბრისას ხუთშაბათს, 17 დეკემბერს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე გააკეთა განცხადება.

„ეს სწორი გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში… ეს როდის ამოქმედდება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების  თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 

 

მთავარი თემები