23:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი ჰანს ვან ბაალენს შეხვდა

© Sputnik/ Катерина Совдагари
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ჰანს ვან ბაალენთან შეხვედრა გამართა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

 შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება უფრო ნაყოფიერი გახდეს ურთიერთობა ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ, რათა პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ცხოვრების დონე ავამაღლოთ და დავამკვიდროთ ჭეშმარიტი მრავალპარტიულობა. ჰოლანდიაში ეს დიდი ხანია მიღწეულია, სადაც პარტიები ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში არიან არჩევნებამდე და თანამშრომლობის რეჟიმში — არჩევნების შემდეგ. ჩვენ ამ ტიპის რეალობა უნდა დავამკვიდრო“, — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ჰანს ვან ბაალენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

მთავარი თემები