იან კელი: "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის საელჩოს თანამშრომელი
აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ მიდის, განაცხადა კელიმ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik.  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კომენტარისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია მიმდინარე სასამართლო პროცესის გამჭვირვალობაში საზოგადოების დარწმუნება. 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა კი ნაწილობრივ შეზღუდული. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

„აშშ-ში სჯერათ, რომ მედიისა და სასამართლოს თავისუფლება — მნიშვნელოვანი ღირებულებებია, ამიტომ მე საერთო კომენტარს გავაკეთებ. ვფიქრობ, მთავარი ამოცანა საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ მიდის“, — განაცხადა კელიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ პოლიტიკური ძალებს სასამართლო პროცესის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოქმედი ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება აღნიშნული სასამართლო დავა, აღნიშნა პრემიერმა.

სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა ბიზნესმენ  ხალვაშის შუამდგომლობას, რომლითაც ის ტელეკომპანიისგან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს. ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც „რუსთავი 2"–ის აზრით, ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არხის დახურვის მიზნით აკეთებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0