სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ერთგულნი ვართ ბუქარესტში აღებული ვალდებულებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, — განაცხადა სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ტონი ბლინკენმა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მახრი დაუჭირეს საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებას ნატოში, თუმცა, უკრაინისადმი ანალოგიურ დაპირებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

„ჩვენ ერთგულნი ვართ ბუქარესტში აღებული ვალდებულებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის იმედებს ამ მიმართულებით“, — განაცხადა სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე. 

ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
აპატურაი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

ნატოს ქვეყნებმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დადეს პირობა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდებიან. ამასთან, ბლინკენს უკრაინა არ უხსენებია. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ელიზაბეტ ტრიუდომ უარი თქვა განემარტა, უჭერს თუ არა ამერიკა მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. 

„ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იწვევს ახალ წევრებს, როდესაც ისინი მზად არიან  და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში. ნატოში გაწევრიანების ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება უკრაინისა და და ალიანსის წევრების მიერ და მე არ ვისაუბრებ ქვეყნის მზადყოფნაზე მანამ, სანამ ის ფორმალურ განაცხადს არ წარმოადგენს“, — განაცხადა ტრიუდომ ჟურნალისტებთან. 


ყველა ახალი ამბავი
0