ოპოზიცია: თბილისის მერიაში კორუფცია ბატონობს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა. მისი სიტყვებით, მერია ყველაფერს კანონის დაცვით აკეთებს.

თბილისი, 14 ოქტომბერი —  Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ტენდერის გამოცხადების გზის ავლით, სატელევიზიო ანძის განათების დემონტაჟთან დაკავშირებით.

სატელევიზიო ანძაზე დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო.  იტალიურმა კომპანია „გრივენმა“ ((Griven) თბილისის მერიის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და თბილისის სატელევიზიო ანძას ახალი “ლედ სანათებით” გაანათებს. პროექტის ღირებულება 635 ათასი ევროა (დაახლოებით 1 მლნ 727 ათასი ლარი).

„ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, ვისთან და როგორ გაფორმდება შეთანხმება. თუმცა, როდესაც ცნობილია რომ სატელევიზიო ანძა შეკეთებას საჭიროებს, რა საჭიროა მოლაპარაკებები ერთ პირთან აწარმოო. ნუთუ არ შეიძლებოდა ტენდერის გამოცხადება?! მაგრამ ესაა კორუფციული სქემა, რომელიც მერიაში ბატონობს. დარწმუნებულნი იყავით, რომ ორი მილიონიდან, ნახევარი ვიღაცის ჯიბეში მიდის“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
თბილისის სატელევიზიო ანძა ეიფელის კოშკის მსგავსად განათდება

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა. მისი სიტყვებით, მერია ყველაფერს კანონის დაცვით აკეთებს.

 „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და მის საფუძველზე შევარჩიეთ საუკეთესო წინადადება. ფასი მისაღებია, ხოლო ხარისხი საუკეთესო“, — აღნიშნა ნარმანიამ.

დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება დაიწყება. 

თბილისის ანძა, დღეს, 5 000 ცალი “ფლეშ” სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0