საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებულია თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა დღეს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. 

 „შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 სამ წამიანი ინტერვალის ორი აფეთქება მოხდა შაბათს თურქეთის დედაქალაქში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყებამდე. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 86 ადამიანი და დაიჭრა 186 ადამიანი. 

 „საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.

 ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს.“- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

 „მიმდინარეობს დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესი… ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ პოლიციასთან. იმედი გვაქვს, რომ დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩნდებიან. ამ დროისათვის არც დაღუპულებსა და არც დაჭრილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, — აღნიშნა ირაკლი კოპლატაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0