ღარიბაშვილი: საქართველო გლობალური უსაფრთხოების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო  ნიუ–იორკში აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ორგანიზებით გამართულ მსოფლიო ლიდერების სამიტზე, რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებს ეძღვნება.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.

„დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას და სხვა ლიდერებს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას — წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. ქართველო მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირებიის გვერდით ყველაგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართველი სამხედროები ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივლისიდან და მალიში –ევროსაბჭოს ეგიდით 2013 წლის თებერვლიდან მონაწილეობენ. ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support Mission) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების წვრთნებსა და დახმარების აღმოჩენას გულისხმობს. საქართველო ამ მისიაში 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0