მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდება

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე.

თბილისი, 21ივლისი –  Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამშაბათს, 21 ივლისს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, სადაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართავს შეხვედრას, იუწყება პარლამენტის პრეს–სამსახური.  ბრიუსელში უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე. 

 „რაც ყველაზე მთავარია, მე ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ნატოს წევრი–ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, სიტყვით გამოვალ. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სხდომის მსვლელობისას ყველა იმ საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვიმსჯელოთ, რაც დღეისათვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბრიუსელში დავით უსუფაშვილის ვიზიტი 23 ივლისს დასრულდება.

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების გადაწყვეტილება ალიანსმა ნატოს წევრი–ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე, 2008 წლის 19 აგვისტოს მიიღო. კომისიის პირველი სხდომა 2008 წლის 15 სექტემბერს გაიმართა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს.


ყველა ახალი ამბავი
0