ოსებმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დაბრუნების პირობა დადეს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დააბრუნებს საქართველოს სახელმწიფო დროშას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან ჩამოხსნეს, განაცხადა საქართველოს შსს–ს წარმომადგენელმა შალვა ენუქიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, 20 ივლისს. 

ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან  გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

„დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ცხელი ხაზით“ დაგვიკავშირდებიან  და რამდენიმე დღეში დაგვიბრუნებენ საქართველოს დროშას“, — განაცხადა შს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენუქიძემ. 

ეს და კიდევ სხვა საკითხები განიხილებოდა ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრაზე, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ერგნეთში ორშაბათს, 20 ივლისს გაიმართა. 


ყველა ახალი ამბავი
0