ენუქიძე: ოსური მხარე სოფელ კნოლევის მცხოვრებს გაათავისუფლებს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთ ოსეთი
სამხრეთ ოსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ კნოლევის მცხოვრები ”საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ კნოლევის მცხოვრების ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებას დათანხმდნენ, განაცხადა საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, 20 ივლისს.

სოფელ კნოლევის მცხოვრები ”საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მესაზღვრეებმა დააკავეს.

ეს და სხვა საკითხები ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართული  მორიგი შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობას ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარე იღებს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებიც.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0